ხმაური კასპის მუნიციპალიტეტში - სოფელ ხიდისყურში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ადგილობრივები მძიმე სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს აპროტესტებენ. ამბობენ, რომ ბოლო დროს მათიყოფა საგრძობლად გაუარესდა.
მოსახლეობის მთავარი პრობლემა კი სასმელი წყალია, რომლის გაკეთებაც ხელისუფლებას არაერთხელ სთხოვეს, თუმცა შედეგი ამ დრომდე არ დამდგარა.
კასპის მოსახლეობა, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ეთნიკური აზერბაიჯანელების დაშინებასა და შანტაჟშიც ადანაშაულებს.
არჩევნების წინ მოდიან და გვეუბნებიან, ხმა მოგვეცით, გავაკეთებთ გზას, წყალს, შუქს.. მერე ხმას რომ მიიღებენ და კარტოფილით, ხახვით და პროდუქტით, ქრთამის გამო რომ აძლევენ ხმას... მერე რომ გაიმარჯვებენ, ყურადღებას აღრ აქცევენ ხალხს, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
აქციას "ნაციონალური მოძრაობის" შიდა ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბადრი ბასიშვილი შეუერთდა. ამბობს, რომ სოფელში, სადაც როგორც ქართველები, ისე ეთნიკურად აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, სრული განუკითხაობაა. მისი თქმით, ეს მძიმე მდგომარეობა აუცილებლად ძალიან მალე უნდა დასრულდეს.