რუსული ვერტმფრენები უკრაინის საზღვრებს კვეთენ | რადას დეპუტატის ინფორმაციით, ხვალიდან უკრაინაში საჰაერო მიმოსვლა შეწყდება

გამოქვეყნდა:

რუსეთის არმიის კუთვნილი ვერტმფრენები უკრაინის საზღვრებს კვეთენ და უკრაინის ტერიტორიაზე შედიან, - კადრები სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა. 

რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარეკო ამბობს, რომ ხვალ კიევის დროით, 16:00 საათიდან უკრაინის ცის თავზე საჰაერო მიმოსვლა შეწყდება. 

ასეთი გადაწყვეტილება მიიღო დიდი ბრიტანეთის საავიაციო კომპანიებმა, რომლებმაც თქვეს, რომ შეუწყვეტენ დაზღვევას თვითმფრინავს, რომლებიც უკრაინის თავზე გადაიფრენენ

ამასთანავე, ვრცელდება ცნობები, რომ პორტუგალიიდან წამოსული თვითმფრინავი მოლდოვაში, კიშინოვის აეროპორტში დასვეს და ახლა 150-მდე უკრაინელი საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვას ელოდება. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი