რა გზას გადიან ქართველები ამერიკამდე | Post Factum-ის სპეციალური რეპორტაჟი ამერიკა-მექსიკის საზღვრიდან

გამოქვეყნდა:

ამერიკულ ოცნებამდე მიმავალი გზა - რომელიც ჯოჯოხეთზე გადის. სიღატაკეს, უპერსპექტივობას და პოლიტკურ დევნას უამრავი ჩვენი თანამოქალაქე უცხოეთში გაურბის. ძნელია გაამტყუნო ამ ადამაინების არჩევანი მაშინ, როცა მაგალითად ჯარისკაცს ან პოლიციელს - რომელიც თავისი ქვეყნისთვის სიცოცხლეს სწირავდა - პოლიტკური მოტივებით თავისივე სამშობლოში უკიდურესად ავიწროვებენ, იძულებულს ხდიან მისი ოჯახის ფიზიკურად გადარჩენისთვის რაღაც გააკეთოს. 

ბოლო თვეებია ათასობით ქართველი ამერიკაში გადასვლას მექსიკის საზღვრის გავლით ცდილობს, რომ მერე შეერთებული შტატების ხელისუფლებას  თავშესაფარი სთხოვოს ან არალეგალად იცხოვროს. თუმცა ეს ძალიან სახიფათო გზაა - სიკვდიულის გზაა, რომლის თითოეული მეტრი რისკთანაა დაკავშირებული. 

სასოწარკვეთილი ადამიანები ამერიკული ოცნების თუ უბრალოდ ღირსეული შემოსავლის ძიებაში - ჯერ შუამავალს პოულობენ და ათასობით დოლარს უხდიან. თუ ეს შუამავალი თაღლითი არ გამოდგა, მექსიკაში გადადიან და საკუთარი ფეხით უწევთ უდაბნოს გავლა - სადაც ადამაინების სიცოცხლეს ფასი არ აქვს და სადაც სრული კონტროლი ადამაინებით მნოვაჭრეებისა და შეიარაღებულ ნარკო გადამიზადევბს ეკუთვნით. 

ალაგ-ალაგ უწევთ მდინარეების ფეხით გავლა, შემდეგ კი უკვე საზღვარია - სადაც ორივე მხრიდან შეიარღებული მესაზღვრეები დგანან და შეიძლება ნებისმიერი გაუიგებრობა სასიკვდილო გასროლით დამთავრდეს. 

და თუ მაინც ამ ადამიანებმა მოახეხრეს და ტრამპის კედლის ამერიკულ მხარეს აღმოჩნდნენ - მაშინ იქ საემიგრაციო პატირმობა ელით. რამდენხნიანი, დაზუსტებით არავინ იცის. ამერიკული ციხე კი სულაც არაა იოლი გასეირნება, არამედ მძიმე დაღი, რომლის ზიდვაც ამ ადამიანების სამუდამოდ უწევთ. ბევრი, ვინც ამ სიკვდილის გზით ამერიკაში შესვლას ცდილობს, ქალია. 

"პოსტ ფაქტუმის" სპეციალური რეპორტაჟი ამერიკა-მექსიკის საზღვრიდან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი