არჩევნების გადადების ობიექტური საფუძველი არ არსებობს - გიორგი კანდელაკი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" ოპოზიციაში გადასასვლელად, ნებისმიერ დროს განწირულია, - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარის გუშინდელ განცხადებას, რომ შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნები დეკემბრამდე გადაიწიოს. 

ამბობს, რომ დღეისათვის არჩევნების გადადების ობიექტური საფუძველი არ არსებობს.

როცა არ უნდა გაიმართოს არჩევნები და რა სისტემითაც არ უნდა გაიმართოს ის, საზოგადოების კონსენსუსი რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება უნდა შეიცვალოს პროდასავლური ძალების კოალიციური მთავრობით, სადაც ხელისუფლება გადანაწილებული და დაბალანსებული იქნება სხვადასხვა პარტიებს შორის, ეს კონსენსუსი იმდენად ძლიერი და აშკარაა, რომ ნებისმიერ დროს "ქართული ოცნება" განწირულია ოპოზიციაში გადასასვლელად , - ამბობს კანდელაკი.

შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტია საპარალმენტო არჩვენების გადადების შესახებ ალაპარაკდა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე,თარიღის შეცვლის შესაძლებელობას პანდემიას უკვაშირებს და ამბობს, რომ თუ ვირუსის მეორე ტალღა საარჩევნო პერიოდს დაემთხვევა, არჩვენები დეკემბერში გადაიწევს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი