მსოფლიო ახალი გლობალური კონფლიქტის მოლოდინში | რა პასუხს ამზადებს თეთრი სახლი პუტინისთვის - Post Factum ვაშინგტონიდან

გამოქვეყნდა:

ახალ გლობალურ კონფლიქტამდე სამყაროს შესაძლოა სულ რამდენიმე საათი აშორებდეს. ყველა სადაზვერვო მონაცემები მიუთითებს, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსული 130 000-იანი არმიის მობილიზება დასრულებულია. კრემლი სრულ საომარ მზად ყოფნაშია. ვაშინგტონში კი ვარაუდობენ, რომ მეზობელ სახელმწიფოზე შეტევის ბრძანება პუტინმა შესაძლოა ნებისმიერ წამს გასცეს. 

უკრაინასთან ერთად კი ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღება ახლა თეთრი სახლისკენაცაა მიპყორბილი. როგორი იქნება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის პასუხი - თუ მოსკოვი სრულმაშტაბიან სამხედრო პროვოკაციაზე წავიდა? ბოლო სატელეფონო საუბარში ბაიდენმა პუტინი მკაცრად გააფრთხილა, რომ კრემლი ომის დაწყების შემთხვევაში მძიმე პასუხს მიიღებს.

მაგრამ იქნება კი ეს გაფრთხილება საკმარისი? 2008 წელს საქართველოს შემთხვევაში გაფრთხილება საკამარისი არ აღმოჩნდა, არც 2014 წელს - ყირიმის შემთხვევაში. 

რა პასუხს ამზადებს თეთრი სახლი პუტინისთვის - დემნა დევდარიანი ვაშინგტონიდან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი