გაფრთხილება ქართველ სამხედროებს | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

რუსეთმა უკრაინაში შესაჭრელად სამხედრო მობილიზაცია უკვე დაასრულა. ახლა მსოფლიო ისეთი მასშტაბის სამხედრო კონფრონტაციის ზღვარზეა, რომლის მსგავსი ისტორიას კარიბის კრიზისის შემდეგ აღარ ახსოვს. ერთ მხარეს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი, მასში შემავალი უამრავი ბირთვული სახელმწიფოთო, მეორე მხარეს კრემლის განდიდების მანიით შეპყრობილი დიქტატორი - ასევე სოლიდური ბირთვული არსენალით. 

ალბათ საინტერესოა, სად არის და სად მიდის საქართველო ამ დროს. ჩვენი ქვეყნის მოქმედი ხელისუფლება უკრაინაში რომ არ არის, და მეგობრების გვერდით არ დგას - ეს უკვე გავიგეთ. მაგრამ ხელისუფლება კიდევ უფრო შორს წავიდა - და საქართველოს თავდაცვის ძალების მოქმედ მოსამსახურებს ზეპირი მითითებით იმ ქართველ ჯარისკაცებთან კონტაქტი აუკრძალეს, რომლებიც ახლა ჩვენი ქვეყნის მტერს უკრაინულ მიწაზე უპირისპირდებიან.

ქართველი სამხედროების სია კი, ვინც რუსეთს 2008 წელს ებრძოდა - როგორღაც მტრის ხელში მოხვდა. და ახლა ეს სამშობლოს მცველები რუსული შურისძიების მიზანში არიან ამოღებულები.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი