წულუკიანის ცენზურა დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმღვანელსაც შეეხო | რეპრესიები ბოლშევიკური ტრადიციებით

გამოქვეყნდა:

პატარა ქალაქში მადნის მოპოვება წყალსა და მოსახლეობას წამლავს. ხმის ამოღებას მხოლოდ ექიმი ბედავს და საზოგადოების გამოღვიძებას ცდილობს, იმ საზოგადოების, რომლის დიდი ნაწილიც ან ამ პატარა ქალაქის მერიაშია დასაქმებული, ან იმავე კომპანიაში, რომელიც წყალს წამლავს - რაც არ უნდა ნაცნობი იყოს თქვენთვის ეს ისტორია, ის გამოგონილია, იბსენის დადგმის სცენარია - სახელწოდებით "ხალხის მტერი".

სიმბოლურია, რომ 120 წლის წინ დაწერილი ამ ნაწარმოების სცენაზე გადმოტანის გამო, თეა წულუკიანმა დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმღვანელი სახლში გაუშვა. დმანისი სწორედ ის მუნიცპალიტეტია, სადაც თავის დროზე რუსულმა RMG-მ სააყდრისის უნიკალური ძეგლი ააფეთქა.

წულიკიანი კი ის მინისტრი, რომელიც რეპრესიებსა და ხალხის მტრების ამოძირკვას ახლა უკვე კულტურის სფეროში - სწორედ ბოლშევიკური ტრადიციებით განაგრძობს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი