
შექმნილ ვითარებაში, საერთო სია ჩასაძირად გამზადებული ტიტანიკი იქნება, - ასე ეხმაურება "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინ გამოთქმულ, არჩევნებზე ოპოზიციური პარტიების საერთო სიით წარდგენის ინიციატივას.
ამბობს, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა იდეისა და მიზნის და არა სიის გარშემო გაერთიანება, საქართველოს ისტორიაში პირველად მოახერხა.
შექმნილ ვითარებაში, საერთო სია ჩასაძირად გამზადებული ტიტანიკი იქნება. ეს ოლიგარქის უძველესი ოცნებაა, კვლავ დაყოს პოლიტიკური სივრცე ორ პოლუსად - თეთრად და შავად, კეთილად და ბოროტად, წარსულად და მომავლად. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ოლიგარქმა ეს მიზანი ვერ შეასრულოს, არ შეასრულოს და რამდენიმე თვეში, თავის დანაშაულებრივ ჯგუფთან ერთად დაგვემშვიდობოს და აგოს პასუხი, - ამბობს ნათელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ოპოზიციას ერთიანი პროპორციული სიის შემუშავებასა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამ სიით გამოსვლას სთავაზობს.