არანაირი ვითარება და გარემოება არ არის იმის, რომ არჩევნები გადაიდოს, - ასე ეხმაურება "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარის გუშინდელ განცხადებას, რომ შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნები დეკემბრამდე გადაიწიოს.
ამბობს, რომ მმართველი პარტია პროცესებს შეგნებულად აჭიანურებს და ოქტომბერში, მძიმე რეიტინგების არსებობის შემთხვევაში, არჩევნების მართლაც დეკემბრის ბოლოსთვის გადატანას ეცდებიან.
როცა პოლიტიკური ძალა ჯანმრთელობით სპეკულირებს, ეს ბინძური პოლიტიკური თამაშია. მე როგორც ვხედავ, სპეციალურად აჭიანურებენ ამ პროცესს, რომ მათ ჰქონდეთ გეგმა B. მათ დიახაც, აქვთ გეგმა B - თუ ოქტომბრის ბოლოსთვის ექნებათ მძიმე რეიტინგული პოლიტიკური მდგომარეობა, შეეცდებიან გადაიტანონ არჩევნები დეკემბრის ბოლოსთვის. ეს არის ცეცხლთან თამაში, პირდაპირ მინდა ვთქვა. ეს არის თამაში ადამიანის ნერვებზე. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ დღეს არანაირი ვითარება და გარემოება არ არის იმის, რომ არჩევნები გადაიდოს და ნუ შეეცდებიან ადამიანის ჯანმრთელობით სპეკულირებას, - ამბობს ვაშაძე.
შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტია საპარალმენტო არჩვენების გადადების შესახებ ალაპარაკდა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, თარიღის შეცვლის შესაძლებელობას პანდემიას უკვაშირებს და ამბობს, რომ თუ ვირუსის მეორე ტალღა საარჩევნო პერიოდს დაემთხვევა, არჩვენები დეკემბერში გადაიწევს.