ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის გადამდგარმა ხელმძღვანელმა Facebook გააუქმა. სოციალურ ქსელში მისი პროფილი აღარ იძებნება.
ეს გადაწყვეტილება მან სავარაუდოდ მას შემდეგ მიიღო, რაც მიწისძვრასთან დაკავშირებით მის "ხუმრობას" დიდი გამოხმაურება მოჰყვა და იძულებული გახდა, თანამდებობა დაეტოვებინა.
"ერთი ბიძგი და ავარიული სახლების პრობლემა მოხსნილი გვაქვს" - ასე გამოეხმაურა თემო ხასია მომხდარ ძლიერ მიწისძვრას.
მან "ხუმრობა" დაწერიდან მალევე წაშალა, თუმცა მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან თანამდებობა დატოვა. მიზეზი მის მიერვე სოციალურ ქსელში დაწერილი "ხუმრობა" გახდა, რომლითაც იგი ცოტა ხნის წინ მომხდარ მიწისძვრას გამოეხმაურა.
მანამდე კი, მისი გადადგომის აუცილებლობაზე ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიამაც დაწერა: