აფრიკის დასახლებაში დღეს მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს ელოდებიან. საცხოვრებელს კიდევ 4 ოჯახს დაუნგრევენ. მოსახლეობამ გამაფრთხილებელი წერილი უკვე მიიღო - დოკუმენტში ეწერა, რომ მერია დღეიდან მათი სახლების დანგრევას იწყებს.
ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ და თუ ქონებას გაუნადგურებენ, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ღია ცის ქვეშ რჩებიან. ყვებიან, რომ სოციალური დახმარება გაუსაძლისი პირობების გამო ბევრჯერ მოითხოვეს, თუმცა ყოველ ჯერზე უპასუხოდ დარჩნენ.
"დღესაც უნდა გავათენოთ, რა ვიცი, შიშით არ დავიძინოთ, პატარა ბავშვია, რა ვიცი რა დროს მოვლენ და დამინგრევენ, ზედ არ დამანგრიონ მაგისაც მეშინია. რა გული აქვთ, რკინის გული აქვთ, თოთო ანგელოზი ბავშვი ქუჩაში რომ დამიტოვონ რა სინდისით უნდა იყვნენ ისინი. არანაირი სახლი არ მაქვს, კარი არ მაქვს, არც მანქანა მაქვს, ბანკის ვალი მაქვს, მეტი არაფერი", - ამბობს მარი აგაჯანოვი.
კიდევ ერთი მცხოვრები, მალხაზ სიბაშვილი მერს სთხოვს ალტერნატივა გამოინახოს, რადგან შესაბამისი პირობების შემთხვევაში ფიცრულში არ საცხოვრებლად არ გადავიდოდნენ.