
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად შექმნილ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსობის კანდიდატებს მოუსმენს. პარლამენტს პოსტზე ორი პირი - ემზარ გაგნიძე და კარლო კაციტაძე პრემიერმა წარუდგინა.
დეპუტატებმა იმავე საკანონმდებლო ცვილელების მიხედვით შექმნილ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატურებს წინა კვირას მოუსმინეს.
კანდიდატებს პარლამენტი 6 წლის ვადით აირჩევს.