მონაცემები, რომლებიც ხარვეზის გამო ვერ აიტვირთა, ხვალინდელ კოვიდსტატისტიკაში აისახება - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო დღეს კორონავირუსის ყველა ტესტის პასუხი პორტალზე ვერ აიტვირთა და მონაცემები,  ხვალინდელ კოვიდსტატისტიკაში აისახება.

"პორტალის განახლება ხდებოდა და იყო ტექნიკური სამუშაოები. ამიტომ ყველა მონაცემის პორტალზე ატვირთვა ვერ მოხერხდა. ხვალ იქნება განახლებული მონაცემები, რომელიც მოიცავს როგორც კვირის, ასევე ორშაბათის შემთხვევებსაც" განაცხადა გამყრელიძემ.

ხარვეზთან დაკავშირებით NCDC-მ განცხადებაც გაავრცელა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი