ოკუპაციის ახალი ხაზი მცხეთა-მთიანეთში - ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი, დავით ქაცარავა, ასაჯაროებს ინფორმაციას, რომელსაც ხელისუფლება და სასულიერო პირები საგულდაგულოდ მალავდნენ.
მოძრაობის წევრებმა ახალი საოკუპაციო ხაზი ერთ-ერთი მონასტრის მიმდებარედ აღმოაჩიეს, სადაც დაახლოები 42 ჰექტარი ტერიტორიაა მიტაცებული და იქ რუსი ჯარისკაცები პატრულირებენ. თუმცა, სასულიერო პირების თხოვნით, ქაცარავა ზუსტ ლოკაციას არ ასახელებს.
საოკუპაციო ხაზი, რომელიც დღესაც ფიქსირდება მონასტრიდან დაახლოებით 500-600 მეტრში, სინამდვილეში ფაქტობრივად არის უკვე მონასტრიდან დაშორებული 50-60 მეტრში, სადაც რუსი ოკუპანტები ჩვეულებრივად პატრულირებენ. ჩვენი უხეში გადაზომვით შევაჯამეთ და დაახლოებით 42 ჰექტარი არის წაღებული. ეს პროცესი, როგორც ჩვენ შევიტყვეთ, დაწყებულა დაახლოებით წელიწადნახევრის წინ და საზოგადოებისთვის ეს უცობი იყო, - ამბობს დავით ქაცარავა.
მისივე თქმით, ამ მონაცემებს, ჯიპიეს კოორდინატებითა და ლოკაციის ზუსტი მითითებით, მოძრაობის წევრებთან ერთად, დიპლომატიურ კორპუსს გააცნობს.