ვიღაცები რაღაც შანსებს ხედავენ ამ ომში, მათ შორის საქართველოშიც... - კობახიძე უკრაინაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკრაინისთვის გამოხატული მხარდაჭერა მაქსიმალურად მკაფიოა. მისი თქმით, მსოფლიოში სულ რამდენიმე ქვეყანაა, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.

"ვიღაცები რაღაც შანსებს ხედავენ ამ ომში, მათ შორის საქართველოშიც, რაც არის იმის გაგრძელება, რაც ჩვენ ვიხილეთ ამ ადამიანების მხრიდან 2008 წელს, როდესაც მათ საკუთარი ქმედებებით ჩააბარეს ჩვენი ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას. ასეთი ადამიანებისგან ჩვენი საგარეო პოლიტიკა არ უნდა განისაზღვრებოდეს და მადლობა ღმერთს, რომ არც განისაზღვრება. მათ უნდა გვაცადონ იმ საგარეო პოლიტიკის წარმოება, რომლის შედეგია ის, რომ პირველი ხელისუფლებაა "ქართული ოცნება" რომლის პირობებშიც ომი არ ყოფილა. ჩვენ პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას გავაგრძელებთ და ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოება. ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები სწორედ ამ მიზანს ემსახურება. [...] 

ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ომის არ დაშვება და თუ რამე შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ, მაქსიმუმს გავაკეთებთ, ეს არის ჩვენი ამოცანა. სხვა მხრივ, დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას და ჩვენი შესაბამისი რეაქციები გამოხატული იქნება მოვლენების კვალდაკვალ" - თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლიციაზე ოპოზიცია და ხელისუფლება ვერ შეთანხმდა, რადგან "ქართულმა ოცნებამ" ტექსტი რუსეთი, როგორც აგრესორი ქვეყანა არ ახსენა. ოპოზიცია უკრაინის მხარდასაჭერად კიევში უკვე იმყოფებოდა, მმართველი გუნდის ლიდერები კი ამ დრომდე ამბობენ, რომ ვიზიტი ჯერ არ იგეგმება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი