
ეს არის პასუხი უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ, მისი დაზარალებულად ცნობის შესახებ ინფორმაციას - ასე აფასებს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, კობა ნაყოფია მიხეილ სააკაშვილისთვის დაწესებულ შეზღუდვას.
პენიტენციურის გადაწყვეტილებით, სატელეფონო უფლების შეზღუდვას ემატება პაემნების უფლების შეზღუდვაც. მესამე პრეზიდენტის მონახულებას ოჯახის წევრები თვეში მხოლოდ ერთხელ შეძლებენ.
ამ გადაწყვეტილების მიზეზი პენიტენციურს არ განუმარტავს.
ფაქტს დღეს თავად მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულად 10 თებერვალს ცნო.