ზუგდიდში საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობს, რადენჯერმე იყო სიტყვიერი დაპირისპირება. სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პარტია "საქართველოსთვის" წევრს, გიგა ფარულავას უნდა უყარონ კენჭი.
გიგა ფარულავას მისამართით მმართველი გუნდის დეპუტატების მხრიდან მუქარაც გაისმა. კენჭისყრაში მონაწილეობაზე "ქართული ოცნება" უარს ამბობს.
"ქართული ოცნება ყველანაირად ცდილობს, რომ საკრებულოს სხდომაზე შემოიტანოს დაძაბულობა, რომ ჩაშალოს სხდომა, რომ კენჭისყრა არ შედეგს. ეს ფაქტიც კი მიუთითებს იმას, რამდენად პანიკური შიში აქვს "ოცნებას", რომ დღეს აქ ისინი დაკარგავენ ძალაუფლებას და არჩეული იქნება ოპოზიციის კანდიდატი", - თქვა ენმ-ს წევრმა, ანი წითლიძემ.
"ქორწილი გაგრძელდა როგორც წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, ასე შემდეგ" - ასე გამოეხმაურა "ოცნების" წევრი ირაკლი გოგოხია "ნაციონალური მოძრაობისა" და "საქართველოსთვის" შორის კანდიდატზე შეთანხმებას. მისი თქმით, გიგა ფარულავამ მძიმე გადაწყვეტილება მიიღო და მთელი ცხოვრება "ეს ტვირთი უნდა ზიდოს".
საკრებულოს შენობაში არიან "ოცნების" აქტივისტები და მხარდამჭერებიც, რომლებიც ამბობენ, რომ საკრებულოს სხდომას დაესწრებიან თუ შანსი ექნებათ.
ავტორი: ემა გოგოხია.