
პარიზში, პოლიციამ, Gare du Nord-ის სარკინიგზო სადგურში, ცივი იარაღით შეიარაღებული თავდამსხმელი გაანეიტრალა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ინციდენტი დილის 7 საათზე მოხდა, პოლიციამ კი მამაკაცს ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნა, რაც ის პოლიციელებს ცივი იარაღით დაესხა.
საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრის თქმით, შემთხვევა ტერორიზმს არ უკავშირდება.
„პირი, რომელიც პოლიციელებს თავს დაესხა, ადგილზე გარდაიცვალა. ორმა პოლიციელმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო“, - თქვა საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა.