დასავლეთის ქვეყნებს სურთ უკრაინაში კონფლიქტის გაჩაღება, მაგრამ თავად ბრძოლას არ აპირებენ | ლუკაშენკო

გამოქვეყნდა:

ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, დასავლეთის ქვეყნებს კონფლიქტის გაჩაღება სურთ, სადაც უკრაინა იქნება ჩართული, თუმცა თავად დასავლეთი ბრძოლას არ აპირებს.

„ზუსტად ვიცი, რა სჭირდება დასავლეთს: მათ კონფლიქტის გაჩაღება სურთ. უკეთესია ომი სხვისი ხელებით, სხვა ადამიანების მონაწილეობით - დაე, დაიხოცონ უკრაინელები, რუსები, ბელარუსები“, - თქვა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

ლუკაშენკო ამბობს რომ, დასავლეთში მუდმივად ისმის უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის თემა და როგორც კი უკრაინის ომზე ყვირილი წამიერად ჩაცხრება, „ამერიკიდან ისევ მოდის სიგნალი და ეს ისტერია ხურდება...ანუ გასაგებია, ვის სჭირდება ეს ომი“ - მბობს ბელარუსის ლიდერი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი