
აქცია იყო დღეს საქალაქო სასამართლოსთან, სადაც აზერბაიჯანული სამშენებლო კომპანია "აკორდ ჯორჯიას" დასაქმებულები შეიკრიბნენ. ისინი კომპანიას კუთვნილ ანაზღურებას სთხოვენ. ამბობენ, რომ სახელმწიფო მათი პრობლემებით არ დაინტერესებულა.
აქციის მონაწილეები კომპანიის მოთხოვნების შესასრულებლად სამდღიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთვევაში კი პროტესტის უკიდურეს ზომას, შიმშილობას მიმართავენ .
72 საათს ვაძლევ ღარიბაშვილს. ან დაფარეთ აკორდის ყველა დავალიანება, ჩანიშნეთ ყველა სასამართლო სხდომა, წესიერად მოიქეცით და ხალხს ყურადღება მიაქციეთ, ან წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ყველა აქ შევიკრიბებით და დავიწყებთ შიმშილობას, სანამ არ მოვკვდებით მანამდე, - ამბობს აქციის მონაწილე.