ეკონომიკური საქმიანობა უნდა იყოს კანონით განსაზღვრულ ფარგლებში - წოწერიას პასუხი ჯართის შემგროვებლებს

გამოქვეყნდა:

ეკონომიკური საქმიანობა უნდა იყოს კანონით განსაზღვრულ ფარგლებში - ასე პასუხობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, მამუკა წოწერია ჯართის შემგროვებლებს, რომლებსაც ინდ. მეწარმის სტატუსი მოსთხოვეს და დაჯარიმებით დაემუქრნენ.

წოწერიას თქმით, ქვეყანაში არის კანონები, საგადასახადო რეჟიმიც ლიბერალურია და ყველაფერს თავის ფორმა უნდა მიეცეს.

მან ეს განცხადება საკრებულოში გააკეთა. იქამდე კი მერთან შეხვედრას სწორედ ჯართის შემგროვებლები ითხოვდნენ. ისედაც გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფმა ადამიანებმა არ იციან, როგორც და საიდან მოიტანონ საჭირო თანხა და ამბობენ, რომ რეგულაციები მათთვის დამატებით ხარჯია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი