
თავისუფლება მიშას - მთავრობის კანცელარიასთან უკვე ორი კვირაა პროტესტი გრძელდება. მიშას სექტორის წევრები მესამე პრეზიდენტის უფლებების დაცვას ითხოვენ.
პროტესტის მონაწილეები მოუწოდებენ ხელისუფლებას მიეცეს მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევების უფლება და შეუშვას რუსთავის ციხეში ექიმები. მიშას სექტორის წევრები პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ