ბათუმის მერიისა და საკრებულოს მანქანებით 65-ჯერ დაუსაბუთებლად იმგზავრეს და 2 000 ლიტრი საწვავი გაფლანგეს | "ფლანგვის დეტექტორი"

გამოქვეყნდა:

"ბათუმის მერიისა და საკრებულოს მანქანებით 65-ჯერ დაუსაბუთებლად იმგზავრეს და 2000 ლიტრი საწვავი გაფლანგეს", - ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. ორგანიზაცია წერს, რომ მანქნების გამოყენება აჭარის ფარგლებს გარეთ მოხდა, თუმცა ეს ადამიანები ოფიციალურად მივლინებაში არ იმყოფებოდნენ.

მანქანების 65-ივე დაუსაბუთებელი გამოყენება აჭარის ფარგლებს გარეთ მოხდა, თუმცა ეს ადამიანები ოფიციალურად მივლინებაში არ იმყოფებოდნენ. მაგალითისთვის, ერთ-ერთი მანქანით დაუსაბუთებლად 20-ჯერ იმგზავრეს და 1,424 ლარის ღირებულების 735 ლიტრი საწვავი მოიხმარეს.

მიუხედავად იმისა, რომ დაუსაბუთებელი მგზავრობების რიცხვი რამდენიმე ათეულია, ბათუმის თვითმმართველ ორგანოებში პასუხისმგებელმა პირებმა ეს ვერ შენიშნეს. ბათუმის მერიას, თუკი გაითვალისწინებდა საქართველოს მთავრობის რეკომენდაციას, 2019-2020 წლებში მხოლოდ ავტოპარკის შემცირების ხარჯზე საშუალოდ 20,000 ლარის დაზოგვა შეეძლო.

ბათუმის მერიაში სამორიგეო მანქანების რაოდენობა 2019 წელს 16 იყო, როცა რეკომენდაციის მიხედვით 7 უნდა ყოფილიყო, 2020 წელს კი 6-ის მაგიერ 12 იყო, - წერს ორგანიზაცია 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი