"რუსეთის უკრაინაში შეჭრას სწრაფი, კოორდინირებული და ძალისმიერი პასუხი მოჰყვება" | ბლინკენი კულებას ტელეფონით ესაუბრა

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას ტელეფონით ესაუბრა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენმა სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ აშშ და მისი პარტნიორები ერთგული რჩებიან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, მათ შორის მისი ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობისადმი.

სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრიორიტეტია სიტუაციის დეესკალაციის მცდელობების მხარდაჭერა, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ სამხედრო აგრესიას სწრაფი, კოორდინირებული და ძალისმიერი პასუხი მოჰყვება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი