
როცა არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, "ქართულ ოცნებას" ოპოზიციაში გადასვლა მოუწევს, - ასე ეხმაურება "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარის გუშინდელ განცხადებას, რომ შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნები დეკემბრამდე გადაიწიოს.
არავის ეჭვი არ ეპარება, რომ "ქართულ ოცნებას" საკუთარი მორალი და ზნეობა მისცემს საშუალებას, პანდემია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. როცა არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ისინი აუცილებლად მიიღებენ მინიმუმ 90 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს საქართველოს პარლამენტში და მოუწევთ ოპოზიციაში გადასვლა, - ამბობს ბიწაძე.
შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტია საპარალმენტო არჩვენების გადადების შესახებ ალაპარაკდა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, თარიღის შეცვლის შესაძლებელობას პანდემიას უკვაშირებს და ამბობს, რომ თუ ვირუსის მეორე ტალღა საარჩევნო პერიოდს დაემთხვევა, არჩვენები დეკემბერში გადაიწევს.