"ოცნება" ჯაფარიძის, ხოშტარიასა და ნათელაშვილისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტას მხარს დაუჭერს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" ბადრი ჯაფარიძისთვის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის მანდატის შეწყვეტას მხარს დაუჭერს. განცხადება პარტიის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გააკეთა. 

სამივე დეპუტატის მიმართ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს უფლებამოსილების შეწყვეტას და ეს იქნება ჩვენი ხვალინდელი გადაწყვეტილება, - თქვა მდინარაძემ.

რაც შეეხება მიზეზს, როგორც მდინარაძემ განმარტა, ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი სასამართლო გადაწყვეტილება გახდა. შალვა ნათელაშვილის შემთხვევაში არასაპატიო მიზეზით გაცდენები, ხოლო ელენე ხოშტარიამ დეპუტატის მანდატის შეწყვეტაზე პარლამენტს თავად მიმართა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი