
მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების ხელმძღვანელების კანდიდატები უკვე შეირჩა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, "ოცნება" პერსონალური მონაცემების სამსახურის ხელმძღვანელად მხარს ლელა ჯანაშვილს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსად კი - პროკურორ კოკა კაციტაძეს დაუჭერს.