რუსთავის, ჩხოროწყუს და წალენჯიხის შემდეგ "ქართული ოცნება" კონტროლს საკრებულოზე სამეგრელოს მთავარ ქალაქშიც კარგავს. გახარიას პარტიის კანდიდატი, რომელსაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" მხარი დაუჭირა საკრებულოს თავმჯდომარე გახდა.
"ქართული ოცნების" წევრები და აქტივისტები დღესაც ცდილობდნენ სხდომის ჩაშლას და პროცესის ვადამდელ არჩევნებამდე მიყვანას, მაგრამ ოპოზიციამ სრული მობილიზება შეძლო. ეს უკვე მეოთხე ქალაქია, სადაც მმართველი პარტიისთვის არასასურველი სცენარი განვითარდა, თუმცა პოლიტიკური დაპირისპირება ჯერ კიდევ გრძელდება ბათუმსა და სენაკში.