ეს ხელისუფლების თაღლითურად გახანგრძლივების მცდელობაა, - ასე ეხმაურებიან მოძრაობაში "ლელო საქართველოსთვის" პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარის გუშინდელ განცხადებას, რომ შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნები დეკემბრამდე გადაიწიოს.
კობახიძისაგან აბსურდი და გაურკვეველი ტიპის განცხადებები ახალი ნამდვილად არ არის. ეს გარკვეულწილად არის ხელისუფლების თაღლითურად და ორი თვით გახანგრძლივების მცდელობა. "ქართული ოცნებისგან" არც გადაგდება, არც ტყუილი და არც უკადრებლის კადრება, ახალი არაა, - ამბობს მოძრაობის წევრი საბა ბუაძე.
შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტია საპარალმენტო არჩვენების გადადების შესახებ ალაპარაკდა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, თარიღის შეცვლის შესაძლებელობას პანდემიას უკვაშირებს და ამბობს, რომ თუ ვირუსის მეორე ტალღა საარჩევნო პერიოდს დაემთხვევა, არჩვენები დეკემბერში გადაიწევს.