"ვუთხარით, რომ ხვალ უნდა გაგვეწერა... რა კარგია, წავალ სახლშიო" - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი საუბრობს. ლალი ტურძელაძე ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 59 წლის კოვიდპაციენტი კლინიკის მე-5 სართულიდან მართლაც გადმოხტა.
ამბობს, რომ მას ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონია.
გადავწყვიტეთ, ხვალ გაგვეწერა პაციენტი და მასაც ვუთხარით, რომ ხვალ გავწერდით. ძალიან გაუხარდა და ასე გამოხატა ემოცია, რა კარგია წავალ სახლშიო. შევიდა ექთან,ი დაალაგა პალატა ახალი პაციენტისთვის, გამოვიდა და ორი წუთის გამოსული იყო და პაციენტი გადახტა ფანჯრიდან. ანამნეზში არავითარი ფსიქიური პრობლემები არ ჰქონია, - ამბობს ტურძელაძე.
ავტორი: ნინო გიგაური
იხილეთ ასევე: