ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება - ჯაფარიძე სადეპუტატო მანდატის მოსალოდნელ შეწყვეტაზე

გამოქვეყნდა:

რა თქმა უნდა, ეს არის გაგრძელდება პოლიტიკური დევნის - ამბობს ფრაქცია "ლელოს" თავმჯდომარე, ბადრი ჯაფარიძე "ქართული ოცნების" მიერ მისთვის საპარლამენტო მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილებაზე.

ჯაფარიძის თქმით, მის საქმეზე სასამართლოს განჩინება მისთვის იყო ნათელი დასტური იმის, რომ ოცნება მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის შეწყვეტას არ აპირებდა. 

"რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება, ეს მიმდინარეობს უკვე 3 წელიწადზე მეტია, ჩვენ ვართ მშვიდად, ჩვენ ვართ მტკიცედ. დღევანდელ საქართველოში ყველაფერი მოსალოდნელია, შესაბამისად ეს მოსალოდნელი იყო, რამდენადაც სხვა მხრივ პოლიტიკური დევნის შეწყვეტა მათ განზრახული არც ჰქონდათ და ეს იგრძნობოდა კიდეც იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც მოსამართლეს დააწერინეს, შესაბამისად ეს არის გაგრძელდება პოლიტიკური დევნის",- ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტი სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატის შეჩერებას განიხილავს. კომიტეტმა ბადრი ჯაფარიძისთვის, შალვა ნათელაშვილისთვის და ელენე ხოშტარიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი წინა კვირას დაუჭირა. 

ოპოზიცია ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" ეშინია მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის და ახალა ამ ფორმით ცდილობს პარლამენტში ოპოზიციას ხმები მოაკლოს. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი