მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დღევანდელ სხდომაზე აღარ გავა 

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე მომზადებული დადგენილების პროექტი პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განსახილველად აღარ გავა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ადგილი აქვს წვრილმან თაღლითობასა და ქურდობას, საუბარია სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილებაზე [ბადრი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, შალვა ნათელაშვილი] და საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის მომდევნო კვირის პლენარულ სხდომაზე გადატანას მოითხოვენ.

„ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ. საუბარი გვექნება კოლეგებთან. დარწმუნებული ვარ, შეიქმნება არა მხოლოდ ეს კომისია, არამედ ყველა სხვა კომისია, რომელთა შექმნის ინიციატივა ოპოზიციას აქვს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი