
"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ დღეს ოპოზიციას 3 დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე "ნიანგის ცრემლებს ღვრა" აქვს, მაშინ, როცა არჩევნების შემდეგ უფლებამოსილების შეწყვეტას თავადვე ითხოვდნენ.
"უფლებამოსილების შეწყვეტა არ შეწყვეტის საკთხზე დღეს ნიანგის ცრემლების ღვრაა. რომ შეგვეწყვიტა თავის დროზე იმ 60-მდე თუ რამდენიც იყო დეპუტატისთვის უფლებამოსილება მერე რა იქნებოდა ამაზე გააქვთ პასუხისმგებლობა ვინმეს აღებული?! მერე ხომ იქნებოდა აქ ბარიკადებისა და საბრძოლო ყიჟინის მთელი ნიაღვარი რუსთაველზე თუ საქართველოს სხვადასხვა ქუჩებში, ხომ იქნებოდა ეს თქვენი რევოლუციური სცენარის, გადატრიალების წინაპირობა", - თქვა ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიცია ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს და სპეკულაციებს მიმართავს.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს ბადრი ჯაფარიძისთვის, ელენე ხოშტარიასთვის და შალვა ნათელაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. ოპოზიცია 3 დეპუტატის დაკარგვით კარგავს ხმებს, რომლებიც მას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის სჭირდებოდა.