მუშა, რომელიც ლუბლიანაზე, მშენებლობიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

ერთი მუშა, რომელიც ლუბლიანას ქუჩაზე მშენებლობიდან გადმოვარდა, საავადმყოფოში დაიღუპა. შემთხვევა თბილისში ცოტა ხნის წინ მოხდა. 

2 დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმე იყო.

მშენებლობას აწარმოებს შპს "მწვანე დიღომი", რომელიც აცხადებს, რომ დაშავებული მუშები მათი თანამშრომლები არ იყვნენ. კომპანიაში ამბობენ, რომ არკვევენ რა მოხდა, რადგან მათი ნებართვის გარეშე ლიფტით ვერავინ ისარგებლებდა.  

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს. მოკვლევას ჩაატარებს შრომის ინსპექციაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი