"ჩვენს პრეზიდენტს გაუმარჯოს..." - გიორგი ბოტკოველი მათიკაშვილის მამის სადღეგრძელოს ვიდეოს აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

როგორ ადღეგრძელა დავით მათიკაშვილის მამამ მიხეილ სააკაშვილი - ვიდეოს ენმ-ს წევრი, დეპუტატი გიორგი ბოტკოველი ფეისბუქით აქვეყნებს და წერს:

"ბატონო არჩილ,

გაწვდით მაინც ვიდეოს, იმის დასტურად, რომ გითხრათ - უხერხული ის კი არ არის მე რაც ვთქვი, უხერხული ის არის, რა განცხადებებსაც თქვენ აკეთებთ დღეს!

საჯარო ვიდეოა, ტელეეთერებით გასული, სადაც ბატონი დავით მათიკაშვილის მამა, როგორც სუფრის თამადა, სტუმრად მიხეილ სააკაშვილთან იმყოფება, ყვარელში" წერს გიორგი ბოტკოველი.

„ადრე, როცა ზედმეტი კეკლუცობის გარეშე ადამიანები საგნებს თავის სახელს არქმევდნენ, ამ მოვლენას მარტივად ერქვა აფერისტობა და ამ ამბის ჩამდენ ადამიანებს ერქვათ აფერისტები. 21-ე საუკუნის ყველაზე ნათელი და ცალსახა გამოვლინება ამ ბოროტების არის „ფეიკი“, „ფეიკნიუსი“, „ფეიკინდუსტრია“, რომელსაც თავიდან ბოლომდე იყენებს მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერ ახერხებენ და ვერ აღწევენ იმ მიზნებს, რომელიც „ფეიკს“ გააჩნია - ეს განცხადება მათიკაშვილმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

მას იქვე უპასუხა გიორგი ბოტკოველმაც:

მათიკაშვილისგან აფერისტობაზე საუბარი და მიხეილ სააკაშვილზე ქილიკი უხერხულია. მისი ოჯახის წევრი - მამა, ყვარელში მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოს ფეხზე წამომდგარი სვამდა - თქვა ბოტკოველმა. მოგვიანებით კი არქივის ვიდეო გამოაქვეყნა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი