ამ დარბაზში მე ყველაზე ამაღელვებელი წუთი მაქვს განცდილი, როდესაც დამოუკიდებლობის აქტს მოვაწერე ხელი - ჯაფარიძის მიმართვა კოლეგებს

გამოქვეყნდა:

"ნანახი მაქვს ეს დარბაზი აოხრებული, როდესაც სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, მაშინ შემიწყვიტეს უფლებამოსილება, სახელმწიფო გადატრიალების შედეგად...ახლა ეს განმეორება თუ მოხდა ცხადია, რომ ეს იქნება სწორედ იგივეს განხორციელება, ამ შემთხვევაში იქნება გამოყენებული პულტები" - ასე მიმართა ბადრი ჯაფარიძემ საკანონმდებლო ორგანოში შეკრებილ დეპუტატებს, სადაც "ოცნებას" გადაწყვეტილი აქვს მისთვის მანდატის ჩამორთმევა

პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მან თქვა, რომ მისთვის მანდატის შეწყვეტა შინაარსობრივად არაფერს შეცვლის და ბრძოლას მანდატის გარეშეც გააგრძელებს. 

მინდა გითხრათ, რომ ამ დარბაზში, მე ყველაზე ამაღელვებელი წუთი მაქვს განცდილი, როდესაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდბლობის აქტს მოვაწერე ხელი, ასე რომ ნანახი მაქვს ეს დარბაზი აოხრებული, როდესაც სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. მაშინ შემიწყვიტეს უფლებამოსილება, სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, შეწყდა ჩემი სადეპუტატო უფლებამოსილება. ახლა ეს განმეორება თუ მოხდა ცხადია, რომ ეს იქნება სწორედ იგივეს განხორციელება, ოღონდ ამისთვის არ იქნება გამოყენებული სახელმწიფო გადატრიალება, ამ შემთხვევაში იქნება გამოყენებული პულტები.

თუმცა ჩემთვის შინაარსობრივად არაფერს არ ცვლის, იმიტომ რომ ჩვენი ამოცანა ჩვენი სულისკვეთება არ შეიცვლება. სადაც არ უნდა ვიყო, ჩემი ქვეყანა და ჩემი თანამოქალაქეები იქნებიან ჩემი მთავარი პრიორიტეტი და რა თქმა უნდა, მანდატის გარეშეც მე გავაგრძელებ ბრძოლას, იმისათვის, რომ დადგეს ცვლილებები, რომელიც სჭირდება ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, იმიტომ რომ ქვეყანა ამ მდგომარეობაში ვერ გაძლებს, ეს მდგომარეობა იწვევს სულ ნიჰილიზმს, ჭაობში დარჩენა ნიშნავს ჭაობში ჩაძირვას. ჩვენ ვერ გაგვტეხავს ვერანაირ გადაწყვეტილება, მათ შორის ჩემი მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილება" - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ

"ლელოს" ლიდერი გარდა, პარლამენტმა დღეს კენჭი უნდა უყაროს ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი