მასკმა 5.7 მილიარდი ქველმოქმედებაში დახარჯა

გამოქვეყნდა:

ილონ მასკმა „ტესლას“ აქციებიდან $5.7 მილიარდი ქველმოქმედებას მოახმარა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, მასკმა ეს თანხა 2021 წლის 19-დან 29 ნოემბრამდე გასცა, თუმცა კომპანია არ ავრცელებს დეტალებს, სად და რა მიზნით გადაირიცხა 5 მილიარდზე მეტი.

ცნობისთვის, მასკმა დააარსა ფონდი, რომლითაც პედიატრიულ კვლევებსა და სამეცნიერო განათლების სფეროს აფინანსებს.

Forbes-ის ბოლო მონაცემით კი მასკის ქონება $242 მილიარდს აღემატება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი