
ჰოლივუდის მსახიობს, ზაქარი ჰორვიცს, იგივე ზაკ ევერის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, - ინფორმაციას CNN ავრცელებს და წერს, რომ მსახიობმა ინვესტორებისგან დაახლოებით 650 მილიონი დოლარი მიიღო ცრუ დაპირებებით, რომ HBO-სა და Netflix-ის სალიცენზიო უფლებებს შეიძენდა.
სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებდა, რომ 35 წლის მსახიობი თანხის ნაწილს პირად ანგარიშზე ირიცხავდა, მოგვიანებით კი პირადი კეთილდღეობისთვის მოიხმარდა.
ზაქარი ჰორვიცი, რამდენიმე ფილმში, მათ შორის Trespassers, Fury-სა და The White Crow-ში მონაწილეობს.