
84 მომხრე, 2 წინააღმდეგ - ცესკოს თავმჯდომარედ პარლამენტმა ისევ გიორგი კალანდარიშვილი აირჩია.
გიორგი კალანდარიშვილმა ორი მესამედის უმრავლესობა პირველი კენჭისყრის დროს ვერ მოაგროვა, რის გამოც მის კანდიდატურას დღევანდელ სხდომაზე მეორედ უყარეს კენჭი.
გიორგი კალანდარიშვილი თანამდებობაზე ექვსი თვით აირჩიეს, რადგან მისი არჩევა მეორე კენჭისყრის შედეგად მოხდა, რაც თანამდებობაზე მის გამწესებას 5 წლის ნაცვლად, 6 თვით ითვალისწინებს.
ამასთან, პარლამენტმა ექვსი თვის ვადით აირჩია ცესკო-ს წევრობის კანდიდატები – მაია ზარიძე (80 მომხრე ორი წინააღმდეგი), გია ცაცაშვილი (78 მომხრე ორი წინააღმდეგი).
მათ კანდიდატურებსაც განმეორებით უყარეს კენჭი, რადგან პირველი კენჭისყრის დროს ვერც ერთმა ვერ მოაგროვა ხმების ორი მესამედის რაოდენობა.