"პარლამენტში გყავთ დეპუტატი, ხაბეს ვგულისხმობ, რომელიც მწვრთნელად იყო გაფორმებული"- "ოცნების" დეპუტატი

გამოქვეყნდა:

​თბილისის საკრებულოს დეპუტატების გადაადგილებისთვის, ბიუჯეტიდან 600 000 ლარი დაიხარჯება - საკრებულო ახალ ავტომობილებს ყიდულობს. ავტოპარკის განახლებას, მმართველი პარტია 2021 წლის ბიუჯეტიდან მორჩენილი 75 მილიონით აპირებს.

კონკრეტული დეტალები, თუ რამდენ ავტომანქანას შეიძენს თბილისის მერია ტენდერის გამოცხადების შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა საუბარია დაახლოებით 40 ავტომობილზე.

სხდომა დედაქალაქის საკრებულოში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიცია მმართველ გუნდს ხალხის ფულის საკუთარი კეთილდღეობისთვის ფლანგვაში ადანაშაულებდა, "ოცნება' კი ტრადიციულად, ხელს იშვერდა წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდზე.

"ოცნების" ერთ-ერთმა დეპუტატმა დღეს ლევან ხაბეიშვილი ახსენა და თქვა, რომ წლების წინ ის მწვრთნელად იყო გაფორმებული არაოფიციალურად. 

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე ამბობს, რომ საკრებულოს ავტოპარკზე კითხვის ნიშნები არასდროს ყოფილა, თუმცა მზადაა განიხილოს წინადადება ხარჯების მეტი კონტროლის შესახებ.  

"​მ​ზად ვართ განვიხილოთ, თუ იქნება რაიმე ინიციატივა, იმასთან დაკავშირებით, რომ იყოს მეტი კონტროლი ან მეტი უსაფრთხოება, რომ უფრო მკაცრად იყოს გაკონტროლებული და საჭიროების მიხედვით მოხდეს ამ მანქანების განკარგვა" - თქვა გიორგი ტყემალაძემ

თბილისის საკრებულომ საბოლოოდ დეპუტატებისთვის ავტომობილების შეძენას მხარი დაუჭირა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი