"ჩვენ გავაშიშვლებთ რუსულ ქონებას ბრიტანეთში" | ბორის ჯონსონი რუსეთს სანქციებით აფრთხილებს

გამოქვეყნდა:

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი, უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, რუსული კერძო და სახელმწიფო კომპანიებისთვის ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტიციების მოზიდვის აკრძალვას განიხილავს. ის ასევე, გეგმავს, მიიღოს მკაცრი ზომები რუსეთის იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ბრიტანეთში უძრავ ქონებას ჰლობენ. 

BBC-ის ცნობით, ბრიტანული სანქციები კონკრეტულ რუსულ კომპანიებსა და ბანკებს შეეხება. 

"ჩვენ გავაშიშვლებთ რუსულ ქონებას ბრიტანეთში - იქნება ეს უძრავი ქონება, კომპანიები თუ სხვა ტიპის აქტივები", - ამბობს ჯონსონი. 

ასევე, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ გამორიცხავს, რომ სანქციები, ლონდონში რუსი ოლიგარქების კუთვნილ უძრავ ქონებასაც შეეხოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი