დუშეთის მონასტერი და ადგილობრივი მოსახლეობა ალყაშია - "მთავარმა" ახალ საოკუპაციოა ხაზს მიაგნო

გამოქვეყნდა:

დუშეთის მუნიციპალიტეტის მონასტერი და ადგილობრივი მოსახლოება ოკუპანტების ალყაშია. "მთავარმა არხმა" ახალი საოკუპაციო ხაზის კვალს მიაგნო, რომელიც, როგორც ირკვევა, ახალი სულაც არ არის. ამის მიუხედავად,  ინფორმაცია მხოლოდ მაშინ გამჟღავნდა, რაც ოკუპანტების დისლოკაციის ადგილი ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა აღმოაჩინეს.

ადგილზე "მთავარის" გადამღები ჯგუფი ჩავიდა და ადგილობრივებს გაესაუბრა. სოფლის მოსახლეობა ყვება, რომ ოკუპანტები მათ გარშემო დაახლოებით ერთი წლის წინ გამოჩდნენ და  მიტაცებული ტერიტორია დანაღმეს. მათი თქმით, ადგილობრივებისთვის იქ გადაადგილება უკიდურესად საშიშია, თუმცა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მყინვარწვერის წყაროსთან სასულიერო პირებსაც აღარ უშვებენ, რომლებსაც გადაადგილება ამ დრომდე თავისუფლად შეეძლოთ.

პრაქტიკულად ვერ ახვალთ, იმიტომ, რომ ძალიან საშიშია. რუსები აკონტროლებენ, პლიუს დანაღმებულია ეგ ტერიტორია და არის ძალიან საშიში, - ამბობს ერთ-ერთი  ადგილობრივი.

"მთავარის" ინფორმაციით დუშეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ხელისუფლება ინფორმირებული იყო, თუმცა ფაქტს საგულდაგულოდ მალავდა. ოფიციალური განმარტებების მიღება ვერც საგარეო საქმეთა სამინისტროსგან და ვერც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მოხერხდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი