რუსული აგრესიის მოლოდინში მყოფი უკრაინა და უკომპრომისო ერთიანობის დემონსტრირება უკრაინელი ხალხის მხრდიან. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების მიუხედავად, რომ წვრთნების დასრულების პარალელურად რუსეთის შეიარეღებული ძალების ნაწილი მუდმივი დისლოკაციის ადგილს უბრუნდება, მსოფლიო დაძაბული ვითარების განმუხტვას ჯერჯერობით არ ელოდება.
ქვეყნის საზღვრებთან მდგომარეობა ისევ სახიფათოა, მითუმეტეს რომ მოსკოვი არ ედრიდება პროვოკაციებს და ახალ პოლიტიკურ გეგმას ამუშავებს. რუსეთის დუმამ დაამტკიცა და პრეზიდენტს ხელმოსაწერად კანონპროექტი გადაუგზავნა, რომელიც 2 რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას გულისხმობს.