
ბელგია 4-დღიან სამუშაო გრაფიკზე გადადის. ირკვევა, რომ დასაქმებულებს ამ გრაფიკის არჩევა თავად შეეძლებათ, თუმცა ცნობილია ისიც, რომ სამუშაო საათების რაოდენობა არ მცირდება.
მათ ასევე, შეეძლებათ, რომ სამუშაო საათების გასვლის შემდეგ, ხელმძღვანელების, სამსახურთან დაკავშირებულ შეტყობინებებს არ უპასუხონ.
რეფორმა ძალაში რამდენიმე თვეში შევა.
"რეფორმის მიზანი მოქალაქეებისა და ბიზნესის გაძლიერებაა“, - ამბობს ბელგიის პრემიერმინისტრი, ალექსანდრ დე კრო.