მე პირადად და ჩვენი დაწესებულება ყოველთვის მზად არის ნებისმიერ კითხვაზე საპასუხოდ, - ამის შესახებ ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი" საუბრობს და წულუკიანის რეპრესიების მორიგ ტალღას ეხმაურება. საუბარია კულტურის მინისტრის "ბრალდებასა" და ე.წ. დაკარგულ ტილოებზე.
თუ საჭიროა, პროკურატურაში უნდა გადაიგზავნოს, მე პირადად და ჩვენი დაწესებულება ყოველთვის მზად არის ნებისმიერ კითხვაზე საპასუხოდ. როდესაც ლაპარაკია აუდიტზე, აუდიტი არის სარეკომენდაციო ყოველთვის და ეს ყოველწლიურად ტარდებოდა. ის რაღაც განსაკუთრებული არ ყოფილა. ყოველგვარი გადამეტების გარეშე, ძალიან მარტივად შემიძლია ყველა კითხვაზე გიპასუხოთ, ეს შეფასებები არის გადამეტებული და თუ არის ცალკეული უზუსტობები, შეცდომები, აუდიტის ფუნქციაა, რომ ეს გამოსწორდეს, - ამბობს ლორთქიფანიძე.
იხილეთ ასევე: