
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართეს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, საუბრისას ბლინკენმა კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა აშშ-მა იხილოს გადამოწმებადი, სანდო და არსებითი დეესკალაცია.
ბლინკენმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაში სამხედრო აგრესიას სწრაფი და მკაცრი შედეგები მოჰყვება. ამასთან, მან აღნიშნა, რომ აშშ დიპლომატიური გზის ერთგული რჩება და სჯერა, რომ კრიზისის მშვიდობიანად გადაჭრის გზა კვლავ არსებობს.