ხმაური ქარელის საკრებულოში - ოპოზიციამ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაუქმება გააპროტესტა

გამოქვეყნდა:

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გაერთიანებული კომისიების სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მიზეზი ისევ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაუქმებაა.

ხმაური სხდომაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც კომისიის წევრებმა "ქართული ოცნებიდან", მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მიერ გაწეული საქმიანობისა და აღრიცხული მოსწავლეების რაოდენობის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია მოითხოვეს.

აღნიშნულს ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საკითხის შესწავლა "ოცნებამ" მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაუქმების შემდეგ დაიწყო.

შეგახსენებთ, ქარელის მერის, ზაზა გულიაშვილის გადაწყვეტილებით კულტურულ-შემეცნებითი დაწესებულება მიმდინარე წლის დასაწყისში გაუქმდა, ბიუჯეტიდან გამოთავისუფლებული თანხით კი მოჭიდავე მერმა ტატამი იყიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი