"ყველას ვაჩვენებთ, რომ უკრაინა საერთო მტრის წინააღმდეგ ერთიანია"- გიგანტური დროშა ოლიმპიურ სტადიონზე და ერთობის დღე

გამოქვეყნდა:

16 თებერვალი - ერთობის დღე უკრაინაში. კრემლის მორიგ პროვოკაციებს უკრაინელი ხალხი ერთიანობას უპირისპირებს. ქვეყნის მთავარსარდლის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებით, ათასობით უკრაინელი ქუჩებში გამოვა და დასავლეთსა და რუსეთს კიდევ ერთხელ აჩვენებს რომ სამშობლოს დასაცავად უკან არ დაიხევენ. დრეს ყველა შენობაზე სიმბოლურად უკრაინის დროშა გადმოიფინება.

კიევის ოლიმპიურ სტადიონზე მოქალაქეები იკრიბებიან. მათ 200 მეტრიანი დროშა სტადიონზე რამდენიმე წრედ შემოატარეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი