ამ განსაცდელის ჟამს ერთად და უფრო ახლოს უნდა ვიყოთ, ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს - უკრაინის ელჩი საქართველოში

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ორი დღის წინ გამოსცა ბრძანება, რომ 16 თებერვალი გამოცხადებულიყო ერთიანობის დღედ, ეს არის არამხოლოდ ჩვენი, არამედ ერთიანობა ჩვენს ძმებთან და მეგობრებთან, თქვენთან ძვირფასო ქართველო ხალხო - განაცხადა უკრაინის ელჩმა საქართველოში, იგორ დოლგოვმა უკრაინის ერთიანობის დღის აღმნიშვნელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

უკრაინის საელჩოში შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ესწრებოდნენ.

"ნებისმიერ აგრესიას და მუქარას სწორედ ერთიანობით უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა, საქართველოს ჰიმნიც სწორედ ამ სიტყვებს მოიცავს - "ძალა ერთობაშია". ის, რომ ახლა უკრაინაში სროლა არ არის იმის დამსახურებაა, რომ ჩვენ ერთად ვართ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები დაგვეხმარნენ იარაღით, ასევე მორალურად და ფინანსურად. არც ჩვენ და არც საქართველომ უარი არ თქვა მისწრაფებაზე, რომ უნდა ვიყოთ ნატო-ში, რაც ჩვენი სუვერენული არჩევანია.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ განსაცდელის ჟამს ერთად და უფრო ახლოს უნდა ვიყოთ, ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს. შეიძლება კამერების წინ ამას არ ვამბობთ, მაგრამ ჩვენ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ ერთმანეთისთვის.

დარწმუნებული ვარ, რომ თუ შემდგომშიც ვიქნებით ერთად ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ბრიუსელსა თუ სხვა ქალაქებში ჩვენ გავიმარჯვებთ.

დღეს თუ არავინ თავს არ დაგვესხა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ არაფერი შეიცვლება. რასთანაც დღეს საქმე გვაქვს ეს ახალია, მანამდე ჰიბრიდული ომის საფრთხესთან საქმე არ გვქონია, მაგრამ მზად ვართ ამ ჰიბრიდული გამოწვევებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძალით ყველაფერს გადავლახავთ.

ჩემთვის დიდი პატივია, რომ თქვენ იმყოფებით უკრაინის საელჩოში, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, ჩვენ ერთად ვართ და ერთად გავიმარჯვებთ”, - აღნიშნა იგორ დოლგოვმა.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი