შესაძლოა, ეს არჩევანი ინკლუზიურობისა და პლურალიზმის ხარჯზე გაკეთდა - ჰარცელი მანდატების შეწყვეტაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ეხმაურება და ამბობს, რომ შესაძლოა, ეს დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა.

"...რაც შეეხება გადაწყვეტილებას რამდენიმე ოპოზიციური მანდატის შეწყვეტის თაობაზე, გუშინდელი პოლიტიკური არჩევანი გაკეთდა იმ პრინციპების საფუძველზე, რომელთა განხილვას არ დავიწყებ, თუმცა, შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიყენონ პარლამენტი, როგორც მთავარი პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის და პოლიტიკური მიზნების წინ წასაწევად", - ამბობს კარლ ჰარცელი. 

ცნობისთვის, გუშინ პარლამენტმა ელენე ხოშტარიას, შალვა ნათელაშვილსა და ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო მანდატი შეუწყვიტა. ბადრი ჯაფარიძე რუსთავის მაჟორიტარობისთვის აპირებს იბრძოლოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი